ზეწოლა სისხლისსამართლებრივი დანაშაული ხდება - კვირის პალიტრა

ზეწოლა სისხლისსამართლებრივი დანაშაული ხდება

მოსამართლეებზე პოლიტიკური თანამდებობის პირების ზეწოლა სისხლისსამართლებრივი დანაშაული ხდება. პარლამენტში უკვე ინიცირებულია კანონპროექტი,

რომელიც "საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ" კანონსა'' და ''საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში'' ცვლილებებს ითვალისწინებს.

კანონპროექტის მიხედვით, პოლიტიკური თანამდებობის პირს, რომელიც კონკრეტულ საქმეზე მოსამართლეზე მოახდენს ზეწოლას, დაახლოებით 10 ათასი ლარით დააჯარიმებენ. ამასთან, კონკრეტულ შემთხვევაში შესაძლებელი გახდება 3 ან მეტი წლით პატიმრობის შეფარდებაც.