თბილისის მერის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს - კვირის პალიტრა

თბილისის მერის პასუხისგებაში მიცემა მოითხოვეს

"კონსერვატიული პარტიის"  წევრი ლაშა ჩხარტიშვილი თბილისის მერის, გიგი უგულავას სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას ითხოვს და საამისოდ მოჰყავს

სამი მიზეზი, რომლებიც ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელი ახალი გზის მშენებლობას უკავშირდება.

"გზის მშენებლობის საკითხში არ ჩართეს საზოგადოების წარმომადგენლები და ექსპერტები; გაჩეხეს 500-მდე  ნედლი ხე; ინფორმაციას არ გვაწვდიან გზის მშენებლობაზე", - განაცხადა ჩხარტიშვილმა, რომელმაც მერიას მწვანე ნარგავების გაჩეხის შეწყვეტისკენ მოუწოდა.

"რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერის ირაკლი ბათიაშვილის განცხადებით, გზის მშენებლობის ხარჯზე მწვანე ნარგავებისა და პარკების განადგურება ქალაქის ცენტრში დაუშვებელია. ""იჩეხება ""მზიური"". წარმოგიდგენიათ, რომ ლონდონში ჰაიდ-პარკს მიადგნენ და გზის მშენებლობა დაიწყონ. არ არის გამორიცხული, ხვალ ვაკის პარკი და შემდეგ ბოტანიკური ბაღიც გაჩეხონ. ამ ბარბაროსობასთან ბრძოლა ყველა მოქალაქის ვალია", - განაცხადა ბათიაშვილმა.