ესპანელებმა პაპის ვიზიტი გააპროტესტეს - კვირის პალიტრა

ესპანელებმა პაპის ვიზიტი გააპროტესტეს

მადრიდელებმა ესპანეთში რომის პაპის ბენედიქტ  XVI-ის ვიზიტი გააპროტესტეს. კერძოდ, ესპანელები მიიჩნევენ, რომ პაპის ვიზიტი ქვეყნის ბიუჯეტს 73 მილიონი დოლარი დაუჯდება, რაც კრიზისს უფრო გაამძაფრებს.საპროტესტო აქციის მონაწილეებმა არ გაიზიარეს კათოლიკური ეკლესიის არგუმენტი, რომ ხარჯის დიდ ნაწილს მომლოცველების შეწირულობები დაფარავს. საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებით დამთავრდა. პოლიციამ აქციის მონაწილეები რეზინის ხელკეტებით დაარბია, რის გამოც 11 კაცი დაშავდა.