თბილისში პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდა - კვირის პალიტრა

თბილისში პარკირების ახალი სისტემა ამოქმედდა

დედაქალაქში მოძრაობის განტვირთვისა და მოწესრიგების მიზნით პარკირების ახალი სისტემა  შევიდა ძალაში. მოქალაქე იხდის 25 ლარს, რის შემდეგაც 1 წლის

მანძილზე 24 საათის განმავლობაში ნებისმიერი პარკირების ადგილას შეძლებს მანქანის გაჩერებას.

პარკირების ბარათის საფასურის გადახდა შესაძლებელია "საქართველოს ბანკის", "TBC"-ისა და "სახალხო ბანკის" ნებისმიერ ფილიალში, ასევე ინტერნეტითა და სწრაფი გადახდის აპარატების მეშვეობით.

აქამდე პარკირების სხვა ტარიფები მოქმედებდა, რამაც საზოგადოებაში მძაფრი უკმაყოფილება გამოიწვია. დედაქალაქი პარკირების თვალსაზრისით სამ - 20-იან და 50-თეთრიან და ერთლარიან სატარიფო ზონებად იყო დაყოფილი. პარკირების ადგილებში ავტომობილის დგომის შემთხვევაში მფლობელს საათში ზონების მიხედვით შესაბამისი თანხა უნდა გადაეხადა.