აზიზი სიკვდილით დასჯას ითხოვს - კვირის პალიტრა

აზიზი სიკვდილით დასჯას ითხოვს

ერაყის ყოფილმა ვიცე-პრემიერმა თარიქ აზიზმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნური ალ-მალიქს წერილობით სთხოვა, რაც შეიძლება სწრაფად დასაჯონ სიკვდილით. ეს სურვილი აზიზმა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო გამოთქვა. კერძოდ, მას დიაბეტი, გულის პრობლემები, პროსტატიტი აქვს და ბოლო დროს ინსულტიც გადაიტანა. თარიქ აზიზი, რომელიც ქრისტიანია, სადამ ჰუსეინის ერთ-ერთი ერთგული თანამებრძოლი იყო. ერაყის სასამართლომ მას კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის 2010 წლის ოქტომბერში სიკვდილი მიუსაჯა.