სუდანში ტომები ერთმანეთს დაერივნენ - კვირის პალიტრა

სუდანში ტომები ერთმანეთს დაერივნენ

სამხრეთ სუდანში მურლეს ტომი თავს დაესხა ხუთ სოფელს, რომლებშიც მრავალრიცხოვანი ნუერეს ტომი ცხოვრობს. შეტაკებებში დაიღუპა 39 კაცი, რამდენიმე ათეული კი მძიმედ დაშავდა. მურლეს ტომმა სოფლებიდან საქონელი გარეკა და ქალები წაიყვანა.

სამხრეთ სუდანის ხელისუფლების წარმომადგენლის კუოლა ჯუუკას განცხადებით, ტომებს შორის შეტაკებები მისი ქვეყნისთვის ჩვეული მოვლენაა და ხოცვა-ჟლეტა, ძირითადად, ერთმანეთის საქონლისა და ქალების დაუფლების სურვილს უკავშირდება.