ტერაქტების სერია ქაბულში - კვირის პალიტრა

ტერაქტების სერია ქაბულში

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში ხუთი აფეთქება მოხდა, რომლის გამოც 8 კაცი დაიღუპა, 9 კი დაიჭრა. ტერორისტები თავს დაესხნენ ბრიტანული საბჭოს ქაბულის განყოფილებას, რომელიც ბრიტანული კულტურის პოპულარიზაციას ეწევა.საბჭოს შესასვლელთან მანქანა აფეთქდა, რასაც სროლა და აფეთქებები მოჰყვა. დაღუპულები, ძირითადად, პოლიციელები და მეეზოვეები არიან.