მიწისძვრამ რაჭაში სახლები დააზიანა - კვირის პალიტრა

მიწისძვრამ რაჭაში სახლები დააზიანა

მიწისძვრამ ამბროლაურის რაიონის სოფელ ჟოშხაში ექვსი სახლი დააზიანა. ეს სახლები მეწყრულ ზონაშია და წინა მიწისძვრამაც დააზიანა. სტიქიას მსხვერპლი არ მოჰყოლია. მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი სოფელ ჭრებალოსთან იყო, 18 აგვისტოს მოხდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,5 მაგნიტუდა შეადგინა.