მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - კვირის პალიტრა

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა

პატიმარი მამუკა ზერეკიძე ციხეში გარდაცვლილი იპოვეს. სახალხო დამცველის ცნობით, ციხის ადმინისტრაცია და ზერეკიძის თანასაკნელები პატიმრის დაღუპვის მიზეზად ელექტრომადუღარასთან დაკავშირებულ უბედურ შემთხვევას ასახელებენ.ზერეკიძის ახლობლებს ეს ვერსია საეჭვოდ მიაჩნიათ. შეგახსენებთ, რომ მამუკა ზერეკიძე, რომელიც სასჯელს ნარკოდანაშაულისთვის იხდიდა, პატიმარ გიორგი ზერეკიძის მამაა. გიორგი ზერეკიძემ 2007 წელს დისტრიბუტორი დანით მსუბუქად დაჭრა, რისთვისაც საქალაქო სასამართლომ ათწლიანი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა მოგვიანებით, სააპელაციო სასამართლომ სასჯელს სამი წელი მოაკლო. ეს გადაწყვეტილება ოპოზიციასა და უფლებადამცველ არასამთავრობო ორგანიზაციებს ზედმეტად მკაცრი მოეჩვენათ, რასაც საპროტესტო აქციების ტალღა მოჰყვა (ვრცლად იხ. გვ. 5).