ბიწაძეს 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს - კვირის პალიტრა

ბიწაძეს 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ ბადრი ბიწაძეს 5 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. განაჩენს მტკიცებულებად დაედო დისკი, სადაც ასახულია ავტომანქანის დაზიანება, ასევე პოლიციელებისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტები, ბადრი ბიწაძის "სახალხო კრების" აქტივისტებთან შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა და გია უჩავას ჩვენება. ნინო ბურჯანაძის მეუღლე პოლიციაზე თავდასხმისთვის ჯგუფის ორგანიზებაში იყო ბრალდებული. მასზე ძებნაა გამოცხადებული.