მედიკოსებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს - კვირის პალიტრა

მედიკოსებმა გამაფრთხილებელი აქცია გამართეს

ალექსანდრე ალადაშვილის სახელობის კლინიკის (ყოფილი მე-8 საავადმყოფო) მედპერსონალი შიშობს, რომ ბევრი მათგანი უმუშევარი დარჩება. კლინიკა 1,5 წლით სარემონტოდ იხურება და ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებდა, რომ ამ დროის განმავლობაში ალადაშვილის კლინიკის 420-ივე თანამშრომელი სხვადასხვა საავადმყოფოში გადანაწილდებოდა, მაგრამ ექიმების განცხადებით, სამსახური მხოლოდ პერსონალის ნაწილს შესთავაზეს. მედიკოსებმა კლინიკასთან გამაფრთხილებელი აქცია გამართეს და აღნიშნეს, რომ თუ ყველა თანამშრომელი არ დასაქმდა, აქციებს პერმანენტულად გამართავენ.