იმელს დაანგრევენ? - კვირის პალიტრა

იმელს დაანგრევენ?

"ტფილისის ჰამქრის" მტკიცებით, იმელის შენობის მეპატრონე "დაბი ჯგუფმა" შენობის დემონტაჟის შესახებ ტენდერი გამოაცხადა. იმელის შენობას კულტურული ძეგლის სტატუსი 1986 წელს მიენიჭა, თუმცა, "ტფილისის ჰამქრის" მტკიცებით, კულტურის სამინისტრომ და მერიამ "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ" კანონის უხეში დარღვევით იმელი კულტურული ძეგლების ნუსხიდან ამოიღეს. მათივე ცნობით, თბილისის მერიის არქიტექტურის სამსახურის ოფიციალური წერილის მიხედვით, მათ ორჯერ არ დააკმაყოფილეს შენობის მეპატრონე "დაბი ჯგუფის" მოთხოვნა "იმელის" დემონტაჟზე. შენობის შესაძლო დემონტაჟი "ტფილისის ჰამქარმა" აქციით გააპროტესტა.