დევნილებმა "აფხაზეთი" დაკარგეს - კვირის პალიტრა

დევნილებმა "აფხაზეთი" დაკარგეს

ცხინვალის რეგიონიდან დევნილები საპროტესტო აქციებს აწყობდნენ და აცხადებდნენ, რომ სასტუმრო "აფხაზეთს" არ დათმობდნენ, მაგრამ გამოსახლებამ ექსცესების გარეშე ჩაიარა. დევნილთა დიდი ნაწილი დათანხმდა 10.000-ლარიან კომპენსაციას, რომელიც ხელისუფლებამ შესთავაზა.

დევნილები გამოასახლეს კურორტოლოგიის ინსტიტუტიდანაც, მაგრამ მათ პროტესტი არ გამოუთქვამთ, რადგან უფრო უკეთესი საცხოვრებელი მიიღეს ვაზისუბნის 165-ე ბაგა-ბაღში, საიდანაც თავის დროზე კოდორელი დევნილები გამოასახლეს. დევნილთა გასახლებას იმას უკავშირებენ, რომ კურორტოლოგიის ინსტიტუტი პრეზიდენტის მამას ეკუთვნის.