პროტესტი რურუას - კვირის პალიტრა

პროტესტი რურუას

რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან გათავისუფლება კულტურის სამინისტროს შენობასთან რეჟისორებმა და მსახიობებმა  გააპროტესტეს.რეჟისორმა ზაზა სვანაძემ სამინისტროს შენობაზე გააკრა პლაკატი - "რეჟისორია სტურუა, "მხედრიონელი" - რურუა".

მსახიობები და რეჟისორები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რობერტ სტურუას ოფიციალურად ბოდიში მოუხადოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პროტესტის გაგრძელებით იმუქრებიან.