"რობერტ სტურუას თეატრიდან წასვლა დიდი დანაკლისი იქნება" - კვირის პალიტრა

"რობერტ სტურუას თეატრიდან წასვლა დიდი დანაკლისი იქნება"

"რობერტ სტურუას თეატრიდან წასვლა საქართველოსთვის დიდი დანაკლისი იქნება", - განაცხადა ცნობილმა ქართველმა მევიოლინე ლიანა ისაკაძემ საქართველოს პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბრისას.

"გაოგნებული ვარ, კიდევ არ მჯერა. ჩემთვის რობერტ სტურუა არის კერპი. მე არ ვიცი დეტალები, რა მოხდა. როცა რაღაც ცხადდება, იმის უკან დგას კიდევ უამრავი სხვა შემთხვევა. თუ საქართველო დაკარგავს რობერტ სტურუას, ეს ძალზე დიდი დანაკარგი იქნება", - დასძინა ლიანა ისაკაძემ.