პატრიარქმა ლიანა ისაკაძე მიიღო - კვირის პალიტრა

პატრიარქმა ლიანა ისაკაძე მიიღო

უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ცნობილი ქართველი მუსიკოსი, ფესტივალ "ღამის სერენადების" დამფუძნებელი ლიანა ისაკაძე მიიღო. "მალე დადგება დრო, როდესაც ცნობილ ქართველ მუსიკოსს ლიანა ისაკაძეს აფხაზეთშიც მოუსმენენ. ძალიან მოხარული ვართ, რომ ტრადიცია გრძელდება და ფესტივალი გაიმართება. ალბათ, მალე დადგება დრო, როდესაც აფხაზეთშიც მოუსმენენ თქვენს ბრწყინვალე მუსიკას", - განუცხადა უწმინდესმა ლიანა ისაკაძეს.

ლიანა ისაკაძემ მადლობა გადაუხადა პატრიარქს ფესტივალის "ღამის სერენადები" პატრონაჟისთვის და იმედი გამოთქვა, რომ პატრიარქის დალოცვის შემდეგ ფესტივალი წელსაც წარმატებული იქნება. ფესტივალი "ღამის სერენადები" 25 აგვისტოს, ბათუმის განახლებულ საოპერო თეატრში გაიხსნება და გონიოს ციხეში სამი კონცერტით გაგრძელდება. ფესტივალი აფხაზ და ქართველ ხალხს შორის მეგობრობას ეძღვნება.