ქსენოფობია თუ კრიტიკა - კვირის პალიტრა

ქსენოფობია თუ კრიტიკა

რობერტ სტურუას თანამდებობიდან გათავისუფლებაში მთავარი როლი შეასრულა მის მიერ 2011 წლის 16 მაისს ერთ-ერთი სააგენტოსთვის მიცემულმა ინტერვიუმ, სადაც სტურუამ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სომეხი უწოდა, ბათუმს კი "თურქული საპირფარეშო"; ასევე, გააკრიტიკა ქვეყნის საგარეო და საშინაო პოლიტიკაც და აღნიშნა, რომ ამჟამინდელი მმართველები ხელისუფლებაში აშშ-ის სომხურმა ლობიმ მოიყვანა.

პოლიტიკოსების, კულტურული ელიტისა და საზოგადოების ნაწილის აზრით, ეს ქსენოფობია კი არა, კრიტიკაა და სტურუას შეიძლება ყველაფერი დააბრალო, გარდა ქსენოფობიისა. ხელისუფლებასთან დაახლოებული კულტურული ელიტის წარმომადგენლები სტურუას გათავისუფლების შესახებ კომენტარის გაკეთებისგან თავს იკავებენ.