მოხსნეს! - კვირის პალიტრა

მოხსნეს!

კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ 9 აგვისტოს ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც 15 აგვისტოდან რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი აღარ არის."მოკლედ, გამათავისუფლეს, თავისუფალი ვარ, "სვაბოდაზე"! THE FREEDOM - ეს ქართველი ამერიკელებისთვის... ერთადერთი, რაც მიღრღნის ტვინს, როგორ გადავზიდო ამდენი წიგნი სახლში?!" - ასე გამოეხმაურა "ფეისბუკში" მაესტრო რურუას გადაწყვეტილებას.

მინისტრის თქმით, რობერტ სტურუა სამხატვრო ხელმძღვანელობიდან ეთნიკური მეტაფორების გამო გაათავისუფლეს. რეჟისორმა უკვე მიიღო რუსეთის თეატრებიდან მიწვევა. სავარაუდოდ, რობერტ სტურუა მუშაობას მოსკოვის თეატრ "ეტ სეტერაში" გააგრძელებს (ვრცლად იხ. გვ. 3,6,7).