"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაში ხელი შეგვიშალეს" - კვირის პალიტრა

"აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებაში ხელი შეგვიშალეს"

ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსეთში განსაზღვრულმა ძალებმა მინსკს თავის დროზე ხელი შეუშალეს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის

აღიარებაში.

"იმაში, რომ ჩვენ ჯერ არ გვიღიარებია სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა, სამწუხაროდ, თავად მოკავშირეა დამნაშავე. ვიღაცას რუსეთში სურდა, არ გვეღიარებინა აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი. რუსეთის კონტროლირებადმა მედიამ ბრალი დაგვდო, რომ მოსკოვმა 500 მილიონი არ მოგვცა და ჩვენც ამიტომ არ ვაღიარეთ. მე მივმართე ამერიკასა და ევროპას კითხვით, თქვენ შეგვიცვლით რუსეთს? მათ გვიპასუხეს,  - არა". მაშინ ვკითხე, აბა, რატომ ახდენთ ჩვენზე ზეწოლას, რომ ეს  ტერიტორიები არ ვაღიაროთ?", - განაცხადა ლუკაშენკომ.

ლუკაშენკომ რუსულ მხარეს მოთმინებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ "ამ საკითხს გაარკვევს"".