სერგეი ლავროვი სოხუმში ჩავიდა - კვირის პალიტრა

სერგეი ლავროვი სოხუმში ჩავიდა

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სოხუმში ჩავიდა. ვიზიტის დროს გაფორმდა შეთანხმება რუსეთსა და აფხაზეთის სეპარატისტულ

რესპუბლიკას შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, "შეთანხმების მიზანია, "რუსეთისა და აფხაზეთის მოქალაქეების ერთმანეთთან მიმოსვლისთვის რაც შეიძლება უკეთესი და სასურველი რეჟიმის შექმნა".

სამინისტროს განმარტებით, შეთანხმების ხელმოწერიდან 30-დღიანი ვადის  ამოწურვის შემდეგ უვიზო მიმოსვლა ძალაში შევა. როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სოხუმში ვიზიტისას განაცხადა, რუსეთი არ დაუშვებს, რომ მოსკოვმა ანკარის მხრიდან აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების სანაცვლოდ ჩრდილო კვიპროსი აღიაროს.