აშშ-ს "აირენი" ემუქრება - კვირის პალიტრა

აშშ-ს "აირენი" ემუქრება

ქარიშხალ "აირენის" მიახლოების გამო, აშშ-ს აღმოსავლეთ სანაპირო ზოლიდან შესაძლოა, 2 მილიონზე მეტი ადამიანის ევაკუაცია გახდეს საჭირო. ნიუ-იორკის ზღვისპირა დასახლებებიდან 200 ათასი ადამიანი უკვე გაიყვანეს. "აირენი" აშშ-ის შვიდ შტატს ემუქრება, განსაკუთრებით კი ვაშინგტონსა და ნიუ-იორკს. ამერიკულმა ავიაკომპანიებმა 6 ათასი რეისი გადადეს, ათეულობით აეროპორტი კი დაიხურა.