იაპონიის პრემიერი გადადგა - კვირის პალიტრა

იაპონიის პრემიერი გადადგა

იაპონიის პრემიერ-მინისტრი ნაოტო კანი მმართველი დემოკრატიული პარტიის ხელმძღვანელის თანამდებობიდან გადადგა. 29 აგვისტოს კანი პრემიერის პოსტიდანაც წავა და პარლამენტი მის შემცვლელს დაამტკიცებს. კანის თანამდებობიდან წასვლის მიზეზი ის არის, რომ  მას ოპოზიცია იაპონიაში მარტში მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგების ლიკვიდაციისას არაეფექტიან მუშაობაში ადანაშაულებს.