ლიბიაში ომი არ დასრულებულა - კვირის პალიტრა

ლიბიაში ომი არ დასრულებულა

მიუხედავად იმისა, რომ ლიბიელმა მეამბოხეებმა რამდენიმედღიანი ბრძოლების შემდეგ ტრიპოლი აიღეს, მუამარ კადაფის რეზიდენცია დაიკავეს და დიქტატორის ოქროსგან ჩამოსხმულ ძეგლს ფეხებით შესდგნენ, ამ ქვეყანაში ომი არ დასრულებულა. მუამარ კადაფი მეამბოხეთა სპეცრაზმს დაუსხლტა და გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა. მან რადიომიმართვაც გაავრცელა, რომელშიც თავის მომხრეებს, ქალსაც და ბავშვსაც კი, წინააღმდეგობის გაწევისკენ მოუწოდა. აღსანიშნავია, რომ კადაფიზე ნადირობა ბრიტანულმა სპეცრაზმმაც დაიწყო. ბოლო ინფორმაციით, ტრიპოლის უდიდეს ნაწილს მეამბოხეები აკონტროლებენ და დროებითი მთავრობაც ბენღაზიდან ლიბიის დედაქალაქში გადავიდა.