"იჩქარეთ სიკეთის კეთება" - კვირის პალიტრა

"იჩქარეთ სიკეთის კეთება"

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია II-მ ბრძანა, რომ ადამიანებმა სიკეთის კეთება უნდა იჩქარონ, რადგან ეს მორწმუნეს აქაც გამოადგება და იმ ქვეყნადაც."ადამიანები ერთმანეთს სულიერადაც და მატერიალურადაც უნდა დაეხმარონ, თუმცა ყველაზე დიდი მადლი სულიერი დახმარება და გაჭირვებული ადამიანის ჭეშმარიტ გზაზე დაყენებაა. დღეს ხშირია სულიერად დაცემის შემთხვევები და ცოდვაც გაიგივებულია ადამიანის თვისებასთან. ხშირად ცოდვას ადამიანის თვისებად მიიჩნევენ, თანდათან ადამიანი საკუთარ თავზე კონტროლს კარგავს და რა იქნება მომავალში, ღმერთმა იცის"", - ბრძანა პატრიარქმა.