თბილისის ბიუჯეტი გაიზარდა - კვირის პალიტრა

თბილისის ბიუჯეტი გაიზარდა

თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით, დედაქალაქის ბიუჯეტი 9,8 მილიონი ლარით გაიზარდა და 644 მილიონი ლარი შეადგინა. ცვლილებების მიხედვით, 2 მილიონი ლარი მოსახლეობის გაზიფიცირებისთვის, 1,1 მილიონი - ავარიული სახლების შესაკეთებლად, 1,5 მილიონი - გუდაურის განვითარებაზე, 1,2 მილიონი სოციალური დაცვის პროექტების განსახორციელებლად დაიხარჯება, 500 ათასი ლარი კი შსს-ს მთავარ სამმართველოს მოხმარდება. აღსანიშნავია, რომ სასწრაფო დახმარების სამსახური კვლავ გამოეყოფა საგანგებო სიტუაციების სამსახურს, რისთვისაც  3,5 მილიონი ლარია გათვალისწინებული. ამ გადაწყვეტილებამ ოპოზიციის პროტესტი გამოიწვია და მათ უმრავლესობის იმ წარმომადგენლებისგან, რომლებიც წლების წინ ზემოხსენებული ორი სტრუქტურის გაერთიანების აუცილებლობას ასაბუთებდნენ, ბოდიშის მოხდა მოითხოვეს.