საქართველოს სტავრიდისი სტუმრობდა - კვირის პალიტრა

საქართველოს სტავრიდისი სტუმრობდა

საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ევროპაში ნატოს გაერთიანებული ძალების სარდალი ჯეიმს სტავრიდისი.ვიზიტის ფარგლებში სამხედრო მაღალჩინოსანი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს, თავდაცვის მინისტრ ბაჩო ახალაიას და სხვა ოფიციალურ პირებს. სტავრიდისმა ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაში მონაწილეობისთვის და აღნიშნა, რომ ქართველი სამხედროები თავიანთ მისიას ღირსეულად ასრულებენ.