სტიქიამ კახეთი 6,8 მილიონი ლარით დააზარალა - კვირის პალიტრა

სტიქიამ კახეთი 6,8 მილიონი ლარით დააზარალა

ბოლო ინფორმაციით, სტიქიამ კახეთის რეგიონი 6,8 მილიონი ლარით დააზარალა. სტიქია კახეთში 21-22 აგვისტოს მძვინვარებდა. ლაგოდეხში ადიდებულმა მდინარე შრომისხევმა 8 ავტოფარეხი წაიღო, მთლიანად დაანგრია რესტორანი "სანაპირო", დააზიანა ბუნებრივი აირის მილები, დაიტბორა სახლები, დაიხოცა შინაური ფრინველი და პირუტყვი. განადგურდა ინფრასტრუქტურა საგარეჯოს რაიონის სოფლებში - შიბლიანში, ყანდაურაში, ბადიაურსა და ბოგდანოვკაში. გურჯაანის რაიონში სტიქიამ წყლის სათავო ნაგებობა და ხიდები დააზიანა.