აფხაზურ არჩევნებში ანქვაბმა გაიმარჯვა - კვირის პალიტრა

აფხაზურ არჩევნებში ანქვაბმა გაიმარჯვა

აფხაზეთის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში ალექსანდრ ანქვაბმა გაიმარჯვა. მან ამომრჩეველთა ხმების 54,9% მიიღო. მეორე და მესამე ადგილები შესაბამისად სერგეი შამბამ და რაულ ხაჯიმბამ დაიკავეს.არჩევნებში მონაწილეობა 102 192-მა ამომრჩეველმა მიიღო. ალექსანდრ ანქვაბს გაპრეზიდენტება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა. აფხაზეთში რიგგარეშე ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მას შემდეგ დაინიშნა, რაც მოსკოვში სოხუმის რეჟიმის ლიდერი სერგეი ბაღაფში გარდაიცვალა.