ონიშჩენკომ კუკავას გვარი ვერ გაიხსენა - კვირის პალიტრა

ონიშჩენკომ კუკავას გვარი ვერ გაიხსენა

რადიოსადგურ "ეხო მოსკვისთან" საუბრისას, "როსპოტრებნადზორის" ხელმძღვანელმა გენადი ონიშჩენკომ ვერაფრით გაიხსენა იმ ქართველი პოლიტიკოსის გვარი, რომელიც ქართული მინერალური წყლებისა და ღვინის რუსულ ბაზარზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, მას უნდა შეხვედროდა.ეს პოლიტიკოსი კახა კუკავა აღმოჩნდა, რომელიც მოსკოვში რუსეთის მთავარ სანიტარულ ექიმს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ონიშჩენკომ განაცხადა, რომ რუსი სპეციალისტები მზად არიან, საქართველოში ჩავიდნენ და ადგილზე შეამოწმონ, ვარგისია თუ არა რუსეთის მომხმარებლისთვის ქართული ღვინო ან მინერალური წყალი. ჰკითხა თუ არა ონიშჩენკომ კუკავას, ვისი მანდატით მოქმედებდა და ვისი სახელით^ აწარმოებდა მასთან მოლაპარაკებებს, უცნობია.