ბათუმის ოპერაში წყალი ჩადის - კვირის პალიტრა

ბათუმის ოპერაში წყალი ჩადის

ბათუმის ხელოვნებისა და კულტურის ცენტრში, რომელსაც ბათუმის ოპერასაც უწოდებენ, წვიმის წყალი ჩავიდა. შენობის გახსნისას, 14 აგვისტოს, ვიქტორ დოლიძის ოპერა "ქეთო და კოტეს" თანამედროვე ვერსიის პრემიერა შედგა.

შენობაში სარეკონსტრუქციო სამუშაოები კომპანია "ანაგმა" ჩაატარა. ბათუმის ოპერის თეატრში 25 აგვისტოს ლიანა ისაკაძის "ღამის სერენადები" ჩატარდა. თეატრში წყლის ჩასვლა შენიშნა რამდენიმე ადამიანმა , რომლებიც შენობის დასათვალიერებლად მესამე სართულზე ავიდნენ; მათ შორის იყო palitratv.ge-ის ჟურნალისტიც, რომელმაც წყლის ჩამოსვლის კადრები გადაიღო (სიუჟეტი იხ. palitra tv-ზე).