ნატაშა ჩხიკვაძე გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

ნატაშა ჩხიკვაძე გარდაიცვალა

მსახიობ რამაზ ჩხიკვაძის მეუღლე, ნატაშა ჩხიკვაძე, ჩეხეთში, ქალაქ კარლოვი-ვარში გარდაიცვალა. სიკვდილამდე ნახევარი საათით ადრე მან ერთ-ერთ რადიოს ინტერვიუ მისცა და რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გათავისუფლებაზე ისაუბრა: "ეს არ უნდა მომხდარიყო. ისეთი დიდოსტატი, როგორიც რობერტ სტურუაა, არ შეიძლება ქუჩაში უცერემონიოდ მოისროლო. თუმცა, რატომ მიკვირს, დიდი რამაზ ჩხიკვაძე ავად არის და ოფიციოზიდან არავის დაურეკავს, არ უკითხავს, რა სჭირს, რით დაგეხმაროთო".