სააკაშვილი ქსენოფობიაში დაადანაშაულეს - კვირის პალიტრა

სააკაშვილი ქსენოფობიაში დაადანაშაულეს

არასამთავრობო ორგანიზაცია "მრავალეროვანი საქართველოს" მტკიცებით, საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამონათქვამებში ქსენოფობია შეინიშნება. ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, ახალი ზღვისპირა კურორტის, ანაკლიის საზეიმო გახსნაზე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ოკუპირებული ტერიტორია და ანაკლია ასე განასხვავა: "იქით არის ბარბაროსობა, აქეთ არის ცივილიზაცია; იქით არის მონღოლოიდური რაღაც იდეოლოგია და გადმონაშთები, ხოლო აქ ნამდვილი, უძველესი კოლხური ევროპა, უძველესი ცივილიზაცია, უძველესი სიყვარული, უძველესი ნიჭიერება".