შეიძლება თავში აგური დამეცეს" - კვირის პალიტრა

შეიძლება თავში აგური დამეცეს"

რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელობიდან გათავისუფლების შემდეგ რობერტ სტურუამ პირველი ტელეინტერვიუ რუსულ არხ "ვესტი" მისცა: "რა თქმა უნდა, ბედნიერი არ ვარ ამ გადაწყვეტილებით, მაგრამ თითქოს სიმძიმე ჩამომეხსნა მხრებიდან. როცა თეატრიდან იმ წიგნებსა და ნივთებს წავიღებ, რომელიც აქაურობას უკავშირდება, ალბათ მაშინ უფრო მტკივნეული გახდება ყველაფერი. მინდოდა თეატრში დარჩენა, მაგრამ რაღაც იყო შესაცვლელი მთლიანად სტრუქტურაში. ახლა გამოიგონეს ასეთი თანამდებობა - მმართველი, რომელიც ამავდროულად ცენზორიც უნდა იყოს და მათი იდეების გამტარებელიც. ეს საბჭოთა კავშირის დროსაც არ ყოფილა. შეუძლიათ შეგზღუდონ ბიუჯეტშიც, ამიტომ თეატრს სრული თავისუფლება არ აქვს. რეპრესიების მეშინია თუ არა? - მგონი, ახლა სხვა დროა, მაგრამ შეიძლება საღამოს სახლში წავიდე და თავში აგური დამეცეს, ჩემი 5 წლის შვილიშვილს უცებ ნარკოტიკი ან იარაღი უპოვონ, დახვრეტით ალბათ არ დამხვრეტენ".  ჟურნალისტის კითხვას, - დაურეკა თუ არა მეგობარმა გია ყანჩელმა, სტურუა პასუხობს: "ეს ყველაზე უსიამოვნო ისტორიაა. ჩემი ორი მეგობარი, გია ყანჩელი და გოგი მესხიშვილი, სხვა ბანაკში არიან, საქართველოს დღევანდელ მდგომარეობას ვგულისხმობ, ჩვენ არასდროს წავკამათებულვართ. ორივე მხარე ვერიდებით ამ სკანდალს, რადგან ის შეიძლება ბოლო იყოს."