თეატრალების პროტესტი - კვირის პალიტრა

თეატრალების პროტესტი

რობერტ სტურუას გათავისუფლებამ რუსთაველის თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი აღაშფოთა. საპროტესტო განცხადებაში,  რომელიც მსახიობმა ზაზა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს გააცნო და რომელსაც ხელს 70 ადამიანი აწერს,  ნათქვამია, რომ მთელი დასი გაოგნებულია სტურუას გათავისუფლებით, რომლის სპექტაკლებიც გაჯერებულია სინათლით, სიკეთით, კაცთმოყვარეობით, სულიერებით, ნიჭიერებით, ხვალის იმედით და ქვეყნის სიყვარულით. "აღარ გვჭირდება? მოძველდა? უარს ვამბობთ ამ ფასეულობებზე? არა, ბატონებო! ეს არ გამოვა! ჩვენთვის რობერტ სტურუა რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელია!" - აცხადებს თეატრის დასი. მსახიობების თქმით, პროტესტი გაგრძელდება.