პუკაჩმა გიორგი ღონღაძის მკვლელობა აღიარა - კვირის პალიტრა

პუკაჩმა გიორგი ღონღაძის მკვლელობა აღიარა

უკრაინის მილიციის გენერალმა ალექსეი პუკაჩმა ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის მკვლელობა აღიარა.კიევის პეჩორის რაიონის სასამართლოს დახურულ სხდომაზე პუკაჩმა მკვლელობის შემკვეთები დაასახელა: უკრაინის ყოფილი პრეზიდენტი კუჩმა, ყოფილი შს მინისტრი კრავჩენკო, უმაღლესი რადას თავმჯდომარე ლიტვინი და შს მინისტრის პირველი მოადგილე ჯიგა. პუკაჩის აღიარებით, ღონღაძე საკუთარი ხელით მოკლა. გიორგი ღონღაძე, რომელიც უკრაინის ხელისუფლებაში არსებულ კორუფციას ამხელდა, 2000 წელს გაიტაცეს და მოკლეს.