თურქეთმა ელჩი გამოიწვია - კვირის პალიტრა

თურქეთმა ელჩი გამოიწვია

თურქეთმა ისრაელიდან პროტესტის ნიშნად ელჩი გამოიწვია და ყველა სამხედრო ხელშეკრულება შეაჩერა. მიზეზი ის არის, რომ ისრაელმა არ ცნო თავისი დანაშაული "მშვიდობის ფლოტილიასთან" ინციდენტში და ოფიციალურად მობოდიშებაზე უარი განაცხადა.

2010 წლის 31 მაისს ისრაელის სპეცრაზმმა ხელში ჩაიგდო "მშვიდობის ფლოტილია", რომელსაც ბლოკირებულ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარება მიჰქონდა. სპეცოპერაციას 9 კაცი შეეწირა, რომელთაგან 8 თურქეთის მოქალაქე იყო.