გარეგინი საქართველოს ობამასთან უჩიოდა - კვირის პალიტრა

გარეგინი საქართველოს ობამასთან უჩიოდა

სრულიად სომეხთა კათალიკოსი გარეგინ  II  2009 წელს საქართველოს აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამასთან უჩიოდა. სკანდალური საიტ "ვიკილიქსის" მასალების მიხედვით, გარეგინი საქართველოს რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების შეუწყნარებლობაში ადანაშაულებს და ერთ-ერთ მთავარ პრობლემად რელიგიური უმცირესობების სტატუსის არარსებობას ასახელებს. Mმოახდინა თუ არა ობამამ რეაგირება გარეგინის საჩივარზე, უცნობია. თუმცა, ფაქტია, რომ 2011 წელს საქართველოში რელიგიურ უმცირესობებს საჯარო იურიდიული პირის სტატუსი მიენიჭა.