ქუთაისელი მეტალურგები გაიფიცნენ - კვირის პალიტრა

ქუთაისელი მეტალურგები გაიფიცნენ

ქუთაისის ქარხანა "ჰერკულესის" მუშები 2 საათით გაიფიცნენ. გაფიცულები გათავისუფლებული 7 თანამშრომლის სამსახურში აღდგენასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვდნენ.მუშების მტკიცებით, სამუშაო პირობები ისე მძიმეა, რომ კატორღელებსაც კი არ ჰქონიათ. თუ ქარხნის ხელმძღვანელობა, რომელიც ინდოელებით არის დაკომპლექტებული, პირობებს არ შეასრულებს, მუშები ფართომასშტაბიანი გაფიცვით იმუქრებიან.