მეზღვაურების თავგადასავალი დასრულდა - კვირის პალიტრა

მეზღვაურების თავგადასავალი დასრულდა

საქართველოს დროშით მცურავი გემის, "ვასილიოსის" ეკიპაჟის თავგადასავალი დასრულდა.ქართველი მეზღვაურები სტამბოლიდან საქართველოში დაბრუნდნენ. სტამბოლში გემი აუქციონზე გაიყიდა და მეზღვაურებმა ხელფასის ნაწილი აიღეს. შეგახსენებთ, რომ გემი ლიბიის პორტ მისრათში 11 თვის განმავლობაში დატყვევებული ჰყავდათ და მეზღვაურებმა გაქცევა მას შემდეგ შეძლეს, რაც ლიბიაში ომი დაიწყო.