დემეტრაძე გაუსაძლის პირობებშია - კვირის პალიტრა

დემეტრაძე გაუსაძლის პირობებშია

საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი დემეტრაძე ციხეში გაუსაძლის პირობებშია.მისი ადვოკატების მტკიცებით, რუსთავის #6 დაწესებულების თანამშრომლები მსჯავრდადებულს არ აძლევენ ბარათის გამოყენების უფლებას, რომლითაც პატიმრები ციხის მაღაზიაში საკვებს ყიდულობენ. მათივე ცნობით, დემეტრაძე ციხის საჭმლით მოიწამლა და ამჟამად მხოლოდ წვენსა და ხილზეა. ადვოკატები დახმარებისთვის სახალხო დამცველს მიმართავენ (ვრცლად იხ. გვ. 5).