ბიწაძე გამოჩნდა - კვირის პალიტრა

ბიწაძე გამოჩნდა

ოთხთვიანი პაუზის შემდეგ სასაზღვრო პოლიციის ყოფილმა უფროსმა ბადრი ბიწაძემ განცხადება გააკეთა და პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიკვიდაციის მცდელობაში დაადანაშაულა.ბიწაძის მტკიცებით, შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს სააკაშვილმა უბრძანა, ბიწაძე ან მოეკლათ, ან დაეინვალიდებინათ. ბიწაძეს არ გაუმჟღავნებია, თუ რომელ ქვეყანაშია და აღნიშნა, რომ პრეზიდენტის გარემოცვისგან ინფორმაციას ინტენსიურად იღებს.