ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა - კვირის პალიტრა

ავღანეთში ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა

ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებისას ქართველი სამხედრო მოსამსახურე, მე-3 ქვეითი ბრიგადის უმცროსი სერჟანტი რევაზ ბერიძე დაიღუპა.მან სასიკვდილო ჭრილობები მაშინ მიიღო, როდესაც ჰილმენდის პროვინციაში თალიბები სამშვიდობო ძალების პატრულს დაესხნენ თავს. ავღანეთში დაღუპული ქართველი ჯარისკაცების რაოდენობამ 10-ს მიაღწია (ვრცლად იხ. გვ. 9).