რუსეთის გაწევრება საქართველოსთვის სასარგებლო ყოფილა - კვირის პალიტრა

რუსეთის გაწევრება საქართველოსთვის სასარგებლო ყოფილა

12 სექტემბერს შვეიცარიაში რუსეთის მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრების თაობაზე მოლაპარაკების მორიგი რაუნდი გაიმართება. საქართველოს ეკონომიკური და მდგრადი განვითარების მინისტრმა ვერა ქობალიამ დასავლურ მედიას განუცხადა, რომ საქართველოსთვის რუსეთის გაწევრება სასარგებლოც კია. მინისტრის თქმით, მსო-ში გაწევრების შემთხვევაში, რუსეთი ვალდებული იქნება დაიცვას ორგანიზაციის წესები, ანუ საქართველო-რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვარზე საბაჟო კონტროლი უნდა აღდგეს.