Wikileaks-ის ბომბი
05-09-2011
სკანდალურმა საიტმა ჭიკილეაკს-მა გამოაქვეყნა აშშ-ის ელჩ ჯონ ბასის გზავნილები, რომლებიც 2010 წლის თებერვლით თარიღდება და თბილისის მერისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ეხება. როგორც გზავნილშია ნათქვამი, ირაკლი ალასანიას თანაგუნდელებს საელჩოს წარმომადგენლებისთვის განუცხადებიათ, ლევან გაჩეჩილაძემ დაგვარწმუნა, რომ გადამწყვეტ მომენტში მხარს ალასანიას დაუჭერს. "ალიანსი საქართველოსთვის" წევრების თქმით, ლევან გაჩეჩილაძე შეიძლება ნებისმიერ მომენტში„იყიდონ, მაგრამ არა აქვთ სახსრები, რომ გადაიხადონ ის თანხა, რაც შეიძლება გაჩეჩილაძემ მოითხოვოსო. გზავნილებში ასევე ლაპარაკია„ქრისტიან-დემოკრატების თბილისის მერობის კანდიდატ გია ჭანტურიაზე, რომელსაც
საელჩოსთან კონტაქტისას უთქვამს, რომ არ სურდა მერობის კანდიდატობა, მაგრამ მთავრობამ წაახალისა, თუ მერის არჩევნებზე კენჭს იყრიდა, მთავრობა მის ენერგოპროექტებს დაუჭერდა მხარს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ საპენსიო რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები