პრეზიდენტის დაცვამ ჟურნალისტი დააკავა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტის დაცვამ ჟურნალისტი დააკავა

გრემის ახალრეაბილიტირებული სამონასტრო კომპლექსის გახსნისას, რომელსაც პრეზიდენტიც ესწრებოდა, მიხეილ სააკაშვილის დაცვამ "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ჟურნალისტი ნათია დანელიშვილი 40 წუთის განმავლობაში დააკავა. "კახეთის საინფორმაციო ცენტრის" ცნობით, ჟურნალისტს უცხადებდნენ, რომ მას საიდუმლო მასალები ჰქონდა გადაღებული და წაშლას ითხოვდნენ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ფოტოკამერის დამტვრევით ემუქრებოდნენ. მოგვიანებით, ჟურნალისტი გაათავისუფლეს. როგორც ცნობილი შეიქნა, მისთვის ფოტოები არ წაუშლიათ. "კახეთის საინფორმაციო ცენტრი" ფოტოების გამოქვეყნებას აპირებს.