დავეწიოთ და გავუსწროთ ჰოლანდიას - კვირის პალიტრა

დავეწიოთ და გავუსწროთ ჰოლანდიას

საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის აზრით, საქართველო განვითარების დონით ჰოლანდიასაც გაუსწრებს და სხვა ქვეყნებსაც. როგორც პრეზიდენტმა ქუთაისში სტუმრობისას განაცხადა, საქართველოს აღმშენებლობა წარმოუდგენელი ტემპით მიმდინარეობს და რაც უფრო ლამაზი იქნება ქალაქი, მით მეტი ინვესტიცია შემოვა. მიხეილ სააკაშვილმა ქუთაისში ველობილიკიც გახსნა, ქვეყნის ცხოვრებაში ველოსიპედის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ყველას მოუწოდა, ჯანსაღი ცხოვრების ამ წესს პოპულარიზაცია გაუწიოს.