რურუამ სტურუას დიდი ჰონორარი შესთავაზა - კვირის პალიტრა

რურუამ სტურუას დიდი ჰონორარი შესთავაზა

რუსთაველის თეატრის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელის რობერტ სტურუას ცნობით, კულტურის მინისტრმა ნიკა რურუამ მას წელიწადში ორი სპექტაკლის დადგმა და დიდი ჰონორარი შესთავაზა.როგორც სტურუა ერთ-ერთ სოციალურ ქსელში წერს, მან წინადადება თეატრის მმართველი მსახიობის პირით მიიღო, რომელსაც რეჟისორი მატყუარას უწოდებს. "ყველაფერი სახლში ჩემი წიგნების გადაზიდვით დასრულდა", - წერს სტურუა. მისი თქმით, ხელისუფლებამ ბოდიშიც რომ მოუხადოს, რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად აღარ დაბრუნდება.