პროტესტი გრძელდება - კვირის პალიტრა

პროტესტი გრძელდება

რობერტ სტურუას რუსთაველის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობიდან მოხსნის გამო თეატრთან მორიგი აქცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ როგორც თეატრის მსახიობები, ისე საზოგადოების წარმომადგენლები. მათ თეატრის კედლებზე გააკრეს რობერტ სტურუას ფოტო წარწერით "მომხსნეს" და რეჟისორის მიერ დადგმული სპექტაკლების სახელწოდებები. რუსთაველის თეატრის დასი რეჟისორის სამხატვრო ხელმძღვანელად დაბრუნებას მოითხოვს და აცხადებს, რომ პროტესტი გაგრძელდება (ვრცლად იხ. გვ. 7).