"თალასმა" 50 ადამიანი იმსხვერპლა - კვირის პალიტრა

"თალასმა" 50 ადამიანი იმსხვერპლა

იაპონიაში ტაიფუნმა "თალასმა" 50 ადამიანი იმსხვერპლა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად კი 55 პირი მიიჩნევა. "თალასი" 1979 წლის შემდეგ, როდესაც 115 ადამიანი დაიღუპა, ყველაზე ძლიერი ტაიფუნია. იაპონიაში გადაუღებელი წვიმები გრძელდება, რაც აღდგენით სამუშაოებს ხელს უშლის. "თალასი" კი მას შემდეგ, რაც იაპონიის სამხრეთს ძლიერი დარტყმა მიაყენა, შესუსტდა და ტროპიკულ შტორმად გარდაიქმნა.