კაიროში ისრაელის საელჩოში შეიჭრნენ - კვირის პალიტრა

კაიროში ისრაელის საელჩოში შეიჭრნენ

კაიროში, ისრაელის საელჩოსთან გამართული აქცია დიპლომატიურ უწყებაზე თავდასხმით დასრულდა. აქციის მონაწილეების საზღვარზე მომხდარი ინციდენტისას, ებრაელი სამხედროების მიერ 5 ეგვიპტელი პოლიციელის მკვლელობას აპროტესტებდნენ. დემონსტრანტებმა ჯერ საელჩოს კედელი გაანგრიეს, შემდეგ შენობაში შეიჭრნენ და დიპლომატიური წარმომადგენლობა დაარბიეს. ეგვიპტური მედიის ცნობით, ისრაელის ელჩმა ოჯახთან და სხვა დიპლომატებთან ერთად, კაირო სასწრაფოდ დატოვა. პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ, რომლებმაც მანქანები დაწვეს და ცეცხლმოკიდებული საბურავებით ბარიკადები აღმართეს, ძალა გამოიყენა.  შეტაკებისას ოთხი ადამიანი დაიღუპა, 448 კი დაშავდა.